Fegato
alla Veneziana
4 პორცია
ბევრი მეგობრისგან მსმენია რომ ღვიძლი, მისი თუნდაც ოდნავ მწარე გემოს გამო არ მოსწონს. ზოგჯერ მართლაც ასეა. სწორედ ამ მიზეზის გამო, ჯერ კიდევ ძველ რომში სიმწარე რომ ტკბილი გემოთი გაენელებინათ ღვიძლს ლეღვთან ერთად თუშავდნენ. ამ კერძის იტალიური სახელი "fegato" ლათინურიდან "iecur ficatum" –დან მოდის, რაც ღვიძლი ლეღვთან-ს ნიშნავს. ვენეციელებმა კი ლეღვი ხახვით შეცვალეს, რამაც არაფრით არ დააკნინა ამ კერძის გემო. ძალიან მარტივი და სწრაფად მოსამზადებელი კერძით შეგიძლია ნებისმიერი ვენეციელის (რა თქმა უნდა თუ იგი თავგამოდებული ვეგეტარიანელი არ არის) გული მოიგო, განსაკუთრებით თუ ასეთი თბილისში სტუმრად არის ჩამოსული.
ინგრედიენტები:
3 სუფრის კოვზი კარგად გაფილტრული ზეითუნის ზეთი
30 გრ. ნაღების კარაქი
2 მოზრდილი ხახვი, თხლად, რკალებად დაჭრილი
500 გრ. ხბოს ღვიძლი, გასუფთავებული აპკისგან, თხლად 5 სმ. ზომის ნაჭრებად დაჭრილი
500 გრ. კართოფილი, მოხარშული და დაჭყლეტილი
მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადება:
ცხელ ფართო ტაფაში ჩაასხი ზეთი, დაუმატე კარაქი. კარაქის აქაფების შემდეგ დაამატე ხახვი. საშუალო ცეცხლზე თუშე ხახვი მანამ დარბილდება და გამჭვირვალე გახდება. დაამატე ღვიძლი.ხის კოვზით კარგად მოურიე და დაახლოებით 20-25 წუთის განმავლობაში, საშუალო ცეცხლზე თუშე ღვიძლის დარბილებამდე. გარნირი ალბათ მოხარშული დაჭყლეტილი კართოფილია, როგორ ფიქრობ?
ეს კერძი ძალიან რბილი და არომატულია. ერთად-ერთი რაც მას ახლა აკლია კარგი წითელი ღვინოა!
Alla vostra salute!
4 comments:
საღოლ!
საღოლ, ხო, საღოლ!
გილოცავ, გებჟალია გიორგივ, როგორც იქნა შენს კულინარიულ ხელოვნებას გასაქანი მიეცა.
და ადგილი გასაქანებელი.
და მკითხველს მოგიყვან ეხლა - ჩემს ბლოგში დავწერ.
და მგონი ფეგატოსაც შევამზადებ, ამ დღეებში ერთი გოგონა უნდა მოვიწვიო ვახშმად.
ლეღვის ფოთლიანი გოგო ;)
P.S. I really, really HATE this word verification feature!!!
:angry:
გამორთეთ მერე ვორდ ვერიფიკეიშენი, რა უნდა მაგას :) (მოდიში ოფტოპიკიზა)
ხოოდა,
ეს კერძი კარტოფილით არ ვიცი და ნიგვზით გადასარევია ნამდვილად, მეც კი გემრიელად ვჭამ, მიუხედავად იმისა, რომ ღვიძლი არ მიყვარს :)
პ.ს. ისე, ბოლო პერიოდში რამდენი კულინრიული ბლოგი აღმოვაჩინე, მე კიდევ მეგონა მე ვიყავი მარტო თავმომწონე "კულინარი" :D
Post a Comment