რა არის იტალია? ამ კითხვაზე დარწმუნებული ვარ უმრავლესობას რომის, მიქელანჯელოს, იტალიური პასტის (ჩვენში “სპაგეტის”) და პიცის გარდა უგემრიელესი ტირამისუ გაახსენდება, როგორც იტალიური სამზარეულოს უძველესი და ტრადიციული დესერტი.
ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა ( ცოტას რა თქმა უნდა ვაჭარბებ :):)) როდესაც რამდენიმე წლის წინ ჩემი კულინარიული ბიბლიოთეკიდან ძველი, სქელტანიანი “მსოფლიო კულინარია” გადმოვიღე და იტალიის განყოფილებაში არამც თუ ტირამისუ, არამედ მსგავსი ვერაფერი აღმოვაჩინე! თავიდან წიგნის ავტორიტეტულობაში შემეპარა ეჭვი, ცოტა მოგვიანებით კი WIKIPEDIA-ში ასეთი რამ ამოვიკითხე:
ტირამისუ- (იტალ. Tiramisù) დახვეწილი იტალიური დესერტი. მზადდება ყველი მასკარპონეს საფუძველზე. ტირამისუს წარმოშობის რამდენიმე ვერსია არსებობს. მათ შორის ყველაზე გავრცელებული ვერსიის მიხედვით, იგი მე-20 საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში ქალაქ ტრევისოს (Treviso) Le Beccherie რესტორანში შეუქმნიათ...!
ამბობენ რომ რესტორანი Le Beccherie -ს თავზე საროსკიპო არსებობდა. სწორედ ამ დაწესებულებაში მომუშავე ქალბატონების უსაყვარლესი ნუგბარი იყო ტირამისუ. ტირამისუ ქართულად სიტყვა-სიტყვით ამწიე, ამიყვანე-ს ნიშნავს (tirami-su), აზრობრივად ალბათ უფრო ენერგიით დამმუხტე იქნება. მაღალი კალორიულობის გამო ამ დესერტს დიდი ენერგეტიკული ფასეულობა აქვს, სწორედ ასეთი საკვები სჭირდებოდათ საროსკიპოს თანამშრომლებს და მათთაც სწორი სახელი შეურჩიეს :)
ნამდვილად ასეა ეს? ალბათ არა, მაგრამ საინტერესოა. გულწრფელად რომ გითხრა, თბილისში კლასიკური რეცეპტით დამზადებულ ტირამისუს ძნელად თუ შეხვდები. არა, ალბათ საერთოდ ვერ ნახავ! ამის მიზეზი ტირამისუს სპეციფიურ შემადგენლობაშია: წარმოიდგინე ძალიან მსუბუქი, ჰაეროვანი შოკოლადის პუდინგი, ძალიან მსუბუქი. წარმოიდგინე? არა უფრო მსუბუქი ვიდრე ახლა წარმოიდგინე :) ამას დაუმატე ძლიერი და არომატული ნამდვილი ესპრესსო, "savoiardi" – პატარა, ტკბილი, ზომიერად მშრალი, ლიქიორში დასველებული ლამაზი ორცხობილა, კვერცხის გული, შაქარი, მაგრამ მთავარი ალბათ ყველი მასკარპონეა. ამ ნაზ, რბილ, ხაჭოსებრ ყველს საგანგებოდ შერჩეული ბალახისა და ყვავილების დიეტაზე მყოფი ძროხის რძისგან ამზადებენ, რაც მას განუმეორებელ გემოს აძლევს. მასთან პირველივე შეხვედრა სამუდამოდ გამახსოვრდება და თუ არსებობს ერთი ნახვით შეყვარება ეს ტირამისუზეც ვრცელდება. მეც ასე დამემართა!
ეს არის კლასიკური ტირამისუ, სამოთხე შენს თეფშზე!

7 comments:
ხოო, ტირამისუ თუ ყველსაც შეიცავდა, ნამდვილად ვერ მოვიფიქრებდი :))
პ.ს. ლინკს ვამატებ ჩემს კულინარიულ ბლოგზე :))
httP://mniamnia.blogspot.com
მე ვიცი ტირამისუს რეცეპტი...
უფრო სწორად, დაჟე მომზადებაც ვიცი, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში მასკარპონე არ იშოვება...
ეხ პოსეიდონის პირველ სართულზე რა ტირამისუ იყო...
ხო, ეგრევე მეოთხეზე აყავდა ;)
ტირამისუ არის განსხეულებული ცოდვა. ისეთი კარგია, რომ ცოდვაში ვარდები :-):-)
nercyvebi momadga:( martla magaria tiramisu'
მე ვამზადებ ხოლმე ტირამისუს. მასკარპონეს ყიდვა შეგიძლიათ ჰიპერმარკეტ გუდვილში, მართალია ყოველთვის არ აქვთ(სწრაფად იყიდება) მაგრამ შეგიძლიათ დარეკოთ ხოლმე და გაიგოთ აქვთ თუ არა.
სხვათა შორის, ამ ლეგენდის თანახმად ტირამისუ მაღალკალორიული უნდა იყოს, თუმცა ეს ასე არ არის. ტირამისუ ძალიან მსუბუქი" ნამცხვარია, თუმცა გააჩნია ვინ როგორ ამზადებს.
Post a Comment